ბათუმის პორტიდან ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს პირი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა - ნინო ნიჟარაძე

09 მარტი 2020, 15:30 17125 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,  ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს მოქალაქე, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა.  დღეს კი ბათუმის პორტიდან უკრაინაში გამგზავრებას გეგმავდა. მას ტემპერატურა ჰქონდა. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, აღნიშნული პირი  თბილისიდან ბათუმში  საკუთარი ავტომობილით ჩამოვიდა. 

''აღნიშნული პირი, 25 თებერვალს გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით. ბათუმში გუშინ, 8 მარტს შემოვიდა. პორტს მიაკითხა და გემით წასვლა უნდოდა, მაგრამ იდენტიფიცირებული იქნა როგორც შესაძლო შემთხვევა. მას ჰქონდა ტემპერატურაც და გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში. დღეს ველოდებით ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხებს'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ნინო ნიჟარაძემ. 

მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გონიოში საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე კვლავ 30 პირი რჩება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მათ მედიკოსები აკვირდებიან. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი