ფემიციდი - გადაუჭრელი პრობლემა

08 მარტი 2020, 20:37 4959 ნახვა

ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. დღეს არსებული მდგომარეობა ნათლად მიუთითებს, რომ მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ჩართულობით ფემიციდის პრევენცია არ ხერხდება.

ქალები სიცოცხლის უფლებისთვის ისევ იბრძვიან. როგორც სახალხო დამცველის დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გასულ ორ თვეში მომხდარი 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ოთხი მკვლელობის მცდელობა მიუთითებს, რომ არსებული სისტემა, რომელიც უმეტესად რეაქციულია და უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი უწყების ჩართულობას გულისხმობს, ეფექტური არ არის.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი