გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველი სამი ქალიდან ერთი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა. დღეს ქალები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მათი უფლებები არ არის დაცული და სახელმწიფოს მეტი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
1910 წელს ქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, ამ კონფერენციაზე კლარა ცეტკინმა ქალთა საერთაშორისო დღე დააწესა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას 1913 წლის 8 მარტს ქალები მშვიდობიან მსვლელობებს აწყობდნენ.