მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს სწორი და გააზრებული ქმედებები- ჭიაბერაშვილი

08 მარტი 2020, 15:05 1539 ნახვა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, არ ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა და ჰოსპიტალური სექტორი მზად არიან, კორონავირუსის გამოწვევას გაუმკლავდნენ.საუბარია კორონავირუსით ინფიცირების გართულებული შემთხვევების მართვაზე. მისი თქმით, საჭიროა მეტი ინფორმაცია, არის თუ არა საკმარისი რეანიმაციული საწოლები, სასუნთქი აპარატები და ამ მიმართულებით რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო.

აცხადებს,რ ომ  მესამე კრიტიკული საკითხი ეხება ყველაზე უფრო დაუცველი და მაღალი რისკის ჯგუფებისადმი ყურადღებას. თუ როგორი უნდა იყოს მოხუცებულთა პროტოკოლები პანსიონატებში. მისი მოსაზრებით,ჯანდაცვის სამინისტრომ გაცილებით ფართოდ უნდა იმსჯელოს და იზრუნოს იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც შემთხვევების რაოდენობა იმატებს და ის შეიძლება გავრცელდეს ჩვენი საზოგადოების ისეთ ნაწილზე, რომელიც ჩვენს განსაკუთრებულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას საჭიროებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი