საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

08 მარტი 2020, 13:34 2718 ნახვა

საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია საავადმყოფოში დაადასტურეს. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტის ანალიზები დღეს გახდა ცნობილი და ის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

პაციენტი საჩხერიდან არის და საზღვარგარეთ არ ყოფილა.საავადმყოფოს დირექტორის  ინფორმაციით, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან.

ინფორმაციას მედიასაშუალებები ავრცელებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი