საქართველოში კორონავირუსის რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ამირან გამყრელიძის შვილს, რომელმაც პოსტი ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა და ინფექციურ საავადმყოფოს ვინაობის გასაჯაროების უფლება მისცა.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.