ბათუმელი ანრი ხოზრევანიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან პირველობა 41კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
ორთაბრძოლა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მასთან ერთად კიდევ ოთხი ბათუმელი მოჭიდავე სხვადასხვა წონით კატეგორიებში:თორნიკე ვაშაყმაძე, საბა სურმანიძე , ანრი ფუტკარაძე და ირაკლი შაინიძე გახდნენ გამარჯვებულები. ისინი 3 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.