კორონავირუსის უკვე 12 შემთხვევა საქართველოში, მათ შორის კი მოხვდა ამირან გამყრელიძის შვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. ერთ-ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ მოუწოდებს და აძლევს რეკომენდაციას არ იმოგზაურონ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში ხოლო სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ მედიკოსებს. აქვე გეტყვით, რომ ბათუმის ინფექციურში მყოფი სამი პირის ანალიზების პასუხები 8 საათზე გახდება ცნობილი