როდის ჩაინიშნება პოლიტიკურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა ჯერ უცნობია, თუმცა რამდნიმე დღის წინ უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის წევრებს ვადა 9 მარტამდე მისცეს. პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის მანდატებით ვაჭრობა მიუღებელია და მათი ამოცანა 2020 წელს ისეთი არჩევნების ჩატარებაა, რომელიც 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უზრუნველყოფს.