კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა

06 მარტი 2020, 12:11 1280 ნახვა

4-დან 9-მდე გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევა ერთ დღეში ქვეყანაში.  ორი ოჯახის წევრები, რომელთაგან 3 ახალგაზრდა 2 კი საშუალო ასაკისაა, იტალიაში იმყოფებოდნენ.

პაციენტებიდან, მხოლოდ ერთს აღენიშნება ტემპერატურა, ისინი 1-ელ მარტს დაბრუნდნენ და აეროპორტში შემოწმების დროს არანაირი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ, ისინი  თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის კარანტინში 162 ადამიანი იმყოფება,  საავადმყოფოში კი მეთვალყურეობის ქვეშ 45 მოქალაქე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში