საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
შედეგად, კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.
კარანტინში 162 ადამიანი იმყოფება, ხოლო საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ 45 მოქალაქე.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი - 1505 - 24საათის განმავლობაში მუშაობს.