კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან 16 მარტადმე, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეწყდა კერძო სკოლებსა და ბაღებშიც. გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა.
გარდა ამისა, ხელისუფლება კერძო სექტორსაც მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს მუშაობა - საუბარია საცურაო აუზებზე, სავარჯიშო დარბაზებსა და საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებზე. დროებით გადაიდო სპექტაკლები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები.