ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში უეფა-ს წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეები. 2020/2021 წლების ერთა ლიგის სეზონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ერთით მაღალ რანგში, C ლიგაში გადაინაცვლა. შემდეგ ერთა ლიგაზე ,,ჯვაროსნები’’ C ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს. ჯგუფი კი ასე დაკომპლექტდა: საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, სომხეთი.
მსოფლიო საფეხბურთო რეიტინგში საქართველოს ნაკრები 91- ადგილს იკავებს. ჩრდილოეთ მაკედონია 68-ე, ესტონეთი 104 -ზე და სომხეთი 102-ე პოზიციაზეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ,,ტრანსფერმარკეტის’’ ინფორმაციით 51 მილიონ ევროს შეადგენს.
ჩრდილოეთ მაკედონიის 57 მილიონ ევროს, ესტონეთის 7 მილიონ ევროს, ხოლო სომხეთის 35 მილიონ ევროს. საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 20 წლის ,,გენტის’’ ნახევარმცელი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომლის ფასიც 9 მილიონ ევროს შეადგენს.
ჩრდილოეთ მაკედონიელტა ყველაზე ძვირადღირებლი ფეხბურთელი 17 მილიონ ევროდ შეფასებული ,,ნაპოლის’’ 20 წლის ნახევარმცველი ელიფ ელმასია, ესტონელებს კი ,,აეკის’’ 1,2 მილიონად შეფასებული 26 წლის მცველი კაროლ მეტსი ჰყავთ, რაც შეეხება სომხეთის ნაკრებს, მათ ,,რომას’’ 31 წლის შემტევი 25მილიონად შეფასებული ჰენრიკ მხითარიანი ჰყავთ.
საქართველოს ჯგუფის წევრების ვინაობის გარკვევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ,,ჯვაროსნების’’ სლოვაკმა დამრიგებელმა ვლადიმერ ვაისმა. ,,ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები აქვს. ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთი ასევე კარგი გუნდია. ამ დონეზე ადვილი მატჩები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა მხოლოდ მარტზე უნდა ვკონცენტრირდეთ’’ - განაცხადა სლოვაკმა მწვრთნელმა.
ერთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპი 2020 წლის 3-5 სექტემბერს დაიწყება და 15-17 ნოემბერს დასრულდება. ჯგუფის გამარჯვებული B ლიგაში დაწინაურდება. ერთა ლიგის გამარჯვებულებს კი ყატარში 2022 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი ექნებათ.