ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ ესწრება

03 მარტი 2020, 15:00 1500 ნახვა

სხდომას არ ესწრებიან  ნაციონალური მოძრაობის წევრები. ისინი უკვე რამდენიმე თვეა   ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.  სხდომის დაწყებამდე მათ ბრიფინგი გამართეს. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მთავარი მოთხოვნა უცვლელია -  არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნა.  

განცხადება გაკეთდა  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე და განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც.  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციას ბოიკოტის უფლება აქვს, თუმცა ამ მოტივით საკანონმდებლო საქმიანობაზე გვერდის ავლა, გამართლებულად არ მიაჩნია.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი