მახვილაურის შემდეგ მახინჯაური - მოსახლეობის პროტესტი ავტობანის მშენებლობის პარალელურად

02 მარტი 2020, 20:45 2826 ნახვა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პარალელურად, თითქმის ყველა საკვანძო მონაკვეთზე მოსახლეობა მნიშვნელოვან ზიანსა და პრობლემებზე საუბრობს. დიდი ხანია პროტესტია მახვილაურში, ახლა კი მახინჯაურშიც, სადაც მშენებლობის კვალდაკვალ მოსახლეობა რამდენიმე თვეა სახლების დაბზარვაზე საუბრობს. ითხოვენ კომპენსაციას.

სახლების გარდა პრობლემაა გზაც, რომელიც ასევე დაზიანებულია. ცნობისთვის მახინჯაურის ეს მონაკვეთი ჯერ კიდევ შარშან იმიტომ გადათხარეს, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები გაეტანათ. ახლახან კი ავტობანისთვის სამუშაოები დაიწყო. რა პასუხი აქვთ გზების დეპარტამენტში?

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი