მგზავრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს მათი თქმით, მაღალი სიცხით საავადმყოფოში მოთავსებული მგზავრის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში დღისით გააგზავნეს და პასუხები უარყოფითია.
ამ ეტაპზე უცნობია მეორე პაციენტის ანალიზის შედეგები, რომელიც ინფექციურში აეროპორტიდან გადაიყვანეს სავარაუდოდ, მისი პასუხები ხვალ გასაჯაროვდება.
უახლოესი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევა გამოიკვლიეს, კლინიკურად და ლაბორატორიულად კი მხოლოდ 3 დადასტურებული.