პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს მართავს

21 სექტემბერი 2016, 00:00 3232 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მანამდე კი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივან ბან კი-მუნს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისა და სხვა მაღალი რანგის პირებს  შეხვდება.  გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გამართა შეხვედრა  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან. საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იყო. საუბარი შეეხო საპარლამენტო არჩევნებსაც. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, უზრუნველყოს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები და მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს იწვევს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში