საქართველოში ირანის საელჩოს განცხადება

29 თებერვალი 2020, 15:12 1391 ნახვა

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ტექსტში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ირანში დაიწყო ეფექტური და საგანგებო ღონისძიებების გატარება, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად.

ამ მიზნით, სასწრაფოდ შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის შტაბი, სპეციალური სასწავლო კურსები ტარდება, სკოლის მოსწავლეების, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებისა და მოსახლეობისათვის. განცხადებაში საუბარია ასევე, რომ მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაცია აღიარებს, ირანის ჯანდაცვის სისტემას როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე ძლიერსა და ეფექტურს. ირანის ისლამური რესპუბლიკა მადლობას უხდის ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას კორონავირუსთან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებებისათვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში