სასაზღვრო-გამშვებ პუნტებში მედიკოსები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ

28 თებერვალი 2020, 15:10 1930 ნახვა

სასაზღვრო-გამშვებ პუნტებში მედიკოსები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ. კონტროლი გამკაცრებულია სარფის საბაჟოს თურქულ მხარესაც.  მოქალაქეების   ინფორმაციით, თურქეთიდან  რამდენიმე პირი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გამოაბრუნეს.

დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ მოუწოდებია პირველი პოლიკლინიკის ხელმძღვანელს, რომელიც გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა. სწორედ ამ პოლიკლინიკის მედიკოსები მორიგებენ საზღვარზე. მოქალაქეების განცხადებით, მგზავრთა მხოლოდ ერთი ნაწილი მოწმდება.

მგზავრებს ამოწმებენ ბათუმის აეროპორტშიც. ექიმის განმარტებით, შემოწმდება შერჩევითია და თერმოსკრინინგი ძირითად იმ მოქალაქეებს უტარდებათ, რომლებიც ბოლო ორი კვირაა იმყოფებოდნენ კორონავირუსის გავრცელების ზონაში.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი