საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ.
ეს დოკუმენტები კი მოქალაქეებმა ბანკში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.
ფოტო: არქივი