ქვეყნის მთავრობა ირწმუნება, რომ უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, გახსნილია ინფექციურ საავადმყოფოებში ბოქსირებული განყოფილებები - ჯერ-ჯერობით საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფისქირდა. ის 50 წლის კაცს აღმოაჩნდა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 21 მოქალაქეა მოთავსებული.
მათ შორის 11 ადამიანი, იტალიიდან ახლახან დაბრუნებულია, პაციენტებს შორის ერთი სავარაუდოდ სამართალდამცველია. იგი თბილისის აეროპორტის საბაჟოდან გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.