შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სარფში, წითელ ხიდსა და ლაგოდეხში, 6 160 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
უკანონო პროდუქცია საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას იპოვეს.
მოქალაქეებს საქონელი ჩამოართვეს და თითოეულს 1000-1000 ლარის გადახდა დაეკისრათ.
შემოსავლების სამსახურმა, ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია, ხვალინდელი, 27 თებერვლის რიცხვით გაავრცელა.