''ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის'' თავმჯდომარის ბრალდება

20 სექტემბერი 2016, 00:00 3644 ნახვა

''ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის'' ხელმძღვანელი 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის შესაძლო ინტერესტთა კონფლიქტზე საუბრობს. მისივე ინფორმაციით, სულიკო შვენთიძე ბათუმის საკრებულოს იურისტია და ამჟამად ერთთვიან შვებულებაში იმყოფება. ლაშა ადამიას შვენთიძის ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს. სულიკო შვენთიძის განცხადებით, კანონს არ არღვევს, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციაში შვებულების პერიოდში მუშაობს. 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებია

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი