2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარედგინათ. როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგენო ბრიფინგზე აღინიშნა, საქმეზე ბრალდებულნი არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. ნათია ლომაძე სიაუბრებს სტუდიიდან პირაპირ ეთერში, ნათია რა ახალ ფაქტებზე და გარემოებაზე საუბრობს პროკურატურა