სახალხო დამცველი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოს.
იმ პირობებში, როდესაც არცერთი მხარე კომპრომისზე არ მიდის, ომბუდსმენის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება რთულად წარმოსადგენია.