ქვილითაიას გოლი და ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა - ქართველი ფეხბურთელების წარმატებული მატჩი "გენტში"

24 თებერვალი 2020, 11:05 2074 ნახვა

გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას ,,გენტმა’’ ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

,,გენტმა’’ სახლში ,,სენტ-ტრიუდენს’’ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. თავისი გუნდის გამარჯვებაში წვლილი შეიტანეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმაც.

10-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ თავის გუნდს თერთმეტმეტიანის დარტყმის უფლება მოუპოვა. ,,სენტ-ტრიუდენის’’ კარში თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანა კი ჯონათან დავისმა მოახერხა.

მე-14 წუთზე კი, უკვე გიორგი ქვილითაიამ თავური დარტყმით ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა. 26-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემა ჯონათან დევისმა გამოიყენა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა.

63-ე წუთზე კი, ჯონათან დევისმა ჰეთრიკი შეასრულა . ,,სენტ-ტრიუდენის’’ მხირდან პრესტიჟის გოლის გატანა კი სუზუკიმ მოახერხა და მატჩი ,,გენტის’’ სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. 27 ტურის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატში ქართველების გუნდი 55 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ,,ბრიუგეს’’ 9 ქულით ჩამორჩება. ქვილითაიასა და ჩაკვეტაძის ,,გენტი’’ 27 თებერვალს ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალურ მატჩს სახლში იტალიურ ,,რომას’’ წინააღმდეგ გამართს. ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირდება რომში ,,რომამ’’ 1-0 მოიგო .

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი