მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა- ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

23 თებერვალი 2020, 17:56 1852 ნახვა

ქობულეთის სოფელ წყავროკაში, მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანიდან გადმოხტა. მანქანა მდინარეში გადავარდა და ამოყირავდა.

„მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე ადმინისტრაციული წესით მოკვლევა მიმდინარეობს. კადრები შემთხვევის ადგილიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაცია კი თავდაპირველად „ტვ 25-მა“ გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში