იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება პარლამენტში

23 თებერვალი 2020, 15:12 1193 ნახვა

1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. დაღუპული იუნკერები ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის - ახლანდელი პარლამენტის შენობის შიდა ეზოში დაკრძალეს.

1921 წლის თებერვალში რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველებმა საბრძოლო მოქმედებებით უპასუხეს. საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში კოჯორ-ტაბახმელასთან არაერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დღეს აღნიშნეს, წითელმა არმიის მიერ საქართველოს ოკუპირების მიუხედავად, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არც ერთი წამით არ გაჩერებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში