სოციალურად დაუცველი 7 წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

23 თებერვალი 2020, 12:24 1890 ნახვა

სოფელ ცეცხლაურში მცხოვრები, ქათამაძეების 7 წევრიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ხის ფიცრული, სადაც ისინი ცხოვრობენ, ამორტიზებულია.  ოჯახმა, ქობულეთის მერიას ახალი საცხოვრებლის აშენების თხოვნით, 2 თვის წინ მიმართა. 

ქათამაძეების განცხადებას, ქობულეთის მერიამ წერილობით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ ფინანსური რესურსის სიმცირის გამო, სარემონტო სამუშაოებში ვერ დაეხმარებიან. „მთავარს“ ქობულეთის მერიაში, სატელევიზიო კომენტარზე უარი უთხრეს და არც წერილობით გვიპასუხეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში