მინიმალური ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის 8-წლიან პატიმრობა - საკონსტიტუციო სარჩელი

21 თებერვალი 2020, 12:00 1653 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში  მინიმალური ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენისთვის მსჯავრდებული ირაკლი ჩხეიძის სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა იმართება. მოსარჩელის  ინტერესებს "იემსი" იცავს.

ორგანიზაციის ადვოკატები იმ მუხლს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მინიმალური ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ფლობა რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში