„დამოუკიდებელი დეპუტატები" ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვენ

20 თებერვალი 2020, 13:45 1255 ნახვა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს, ამისთვის რეგლამენტის ცვლილებაა საჭირო. კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ასეთი რგოლის არსებობა ყველაზე ეფექტიანია კორუფციასთან საბრძოლველად და კორუფცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი არ უნდა იყოს.  

საკითხზე პრესკონფერენცია დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ლევან კობერიძემ გამართეს. დეპუტატების თქმით,  სფეროზე საპარლამენტო კონტროლი არ ხორციელდება და ამ თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში