დაპირისპირება ოპოზიციაში დაფინანსების გამო

27 დეკემბერი 2024, 17:56 184 ნახვა

სწორედ დაფინანსების თემაა დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციაში. ისმის ურთიერთბრალდებები. პარტიებს, რომლებმაც დაფინანსებაზე უარი არ თქვეს აკრიტიკებს ნიკა გვარამია და განცხადებას აქვეყნებს. „სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს“ - წერს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი. კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ სხვა ოპოზიციური პარტიები და კოალიცია „ცვლილებების“ დაფინანსების წყაროიებიტ ინტერესდებიან. ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მათ ამომრჩევლებს ეკუთვნით და დაფინანსების საკითხს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში