პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის, საქართველო-ბელარუსის შეხვედრაზე ბილეთების ნახევარი გაყიდულია 

18 თებერვალი 2020, 11:13 2174 ნახვა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის, სადაც ერთმანეთს საქართველო - ბელარუსი დაუპირისპირდებიან, ბილეთების ნახევარი უკვე გაყიდულია. მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა 15 თებერვალს დაიწყო. 3 დღეში 26 000-ზე  მეტი ბილეთის რეალიზაცია მოხერხდა. ამის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

გულშემატკივარს მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი კი 5, 10, 15 და 25 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია . შეზღუდვა ვრცელდება ბილეთის როგორც ონლაინ, ისე სალაროებში ყიდვის შემთხვევაში. ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, 22 თებერვლიდან ბილეთების შეძენა დინამო არენის სალაროებში დაიწყება. ეს მნიშვნელოვანი მატჩი ,,დინამო არენაზე’’ გაიმართება, რომლიც 54 549 გულშემატკივარს იტევს . ამ თამაშისთვის კი 52 000 ბილეთი გაიყიდება. საქართველოსა და ბელარუსის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების მეტოქის ბელარუსის ნაკრების რიგებში კი განხეთქილებაა. ბელარუსის ჩემპიონატის წამყვანი კლუბები ფეხბურთელების სანაკრებო შეკრებაზე გაშვებას არ აპირებენ. ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადების ფარგლებში, ეროვნულ ნაკრებს უზბეკეთსა და ბულგარეთთან ამხანაგური მატჩები დაუნიშნა, თუმცა ქვეყნის წამყვანი კლუბები ფეხბურთელების შეკრებაზე გაშვებაზე უარს ამბობენ, რადგან ამხანაგური მატჩების თარიღები, ფიფას მიერ გამოყოფილ თარიღებს არ ემთხვევა. კლუბების გადამწყვეტილებას ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციაში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ შეშფოთებულები არიან კლუბების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი შეკრების ჩაშლის მცდელობით. ბელარუსული პრესის ცნობით, სპორტის მინისტრმა შეხვედრაზე მოახლოებული ამხანაგური მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა ,ასევე კლუბებს სახელმწიფოს მხარდაჭერის მოხსნით დაემუქრა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კლუბებს მიანდო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი