ორთვიანი პაუზის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. დღეს გვიან ღამით ორი შეხვედრა გაიმართება. მადრიდში საკუთარ ,,ვანდა მეტროპოლიტანოზე’’ ‘’ატლეტიკო’’ მერვედფინალურ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს ,,ლივერპულს’’ მიიღებს.
ამ დროისთვის არსებული ცნობების თანახმად ესპანელებს კევინ ტრიპიერი , დიეგო კოშტა , ჟოაო ფელიქსი და ერერა დააკლდებათ , რაც შეეხებათ მერსისაიდელებს, მათ ჩაქირი და კლაინი არ ეყოლებათ. შეხვედრა თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. გარდა გუნდების მაღალი სათამაშო კლასისა და ოსტატობისა, საინტერესოა ორი თანამედროვეობის გამორჩეული მწვრთნელის იურგენ კლოპისა და დიეგო სიმეონეს დუელი.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას. აქაც აფიშა დიდია და გუნდების შემადგენლობებიდან გამომდინარე მაყურებელს ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი ელოდება . ,,სიგნალ იდუნა პარკზე’’ დორტმუნდის ბორუსია ფრანგულ ,,პარი სენ-ჟერმენს’’ უმასპინძლებს. გერმანელებს ამ შეხვედრაში იულიან ბრნტი და მარკო როისი ვერ დაეხმარებიან , ხოლო პარიზელებს სარაბია , კიმპემბე , მუნიე , კურზავა , დიალო და დაგბა დააკლდებათ. რაც შეეხება ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხევდრები, 12 მარტს გაიმართება.