ჟურნალისტების და მრჩევლების სათქმელი

15 თებერვალი 2020, 18:17 1663 ნახვა

პოზიციის დაფიქსირებას, მხოლოდ პირდაპირ ეთერში მოწვევის შემდეგ აპირებს თამილა დოლიძე. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი ამბობს, რომ სათქმელი აქვს. რეგიონში მოღვაწე მედიის წარმომადგენლები კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს მიმდინარე მოვლენებზე სოლიდარობას უცხადებენ. ჟურნალისტები, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს გაჩენილი, კითხვების პასუხებსა და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.

თავად არხის ჟურნალისტები კი შიშობენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დგება. თუ, დირექტორის მიერ წარდგენილი პროექტი მრჩევლებმა დაამტკიცეს, მაუწყებელში არსებულ სამსახურების უფროსებს მოადგილეები აღარ ეყოლებათ, ახალი ამბების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ კი დისციპლინური წარმოება უკვე მიმდინარეობს. მაუწყებლის დირექტორს დღეს, კომენტარი არ გაუკეთებია, გუშინდელ ინტერვიუში კი თქვა, რომ უკანონოდ არავინ დაისჯება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში