ვიზიტი პარიზში ბიუჯეტის ხარჯზე

12 თებერვალი 2020, 20:39 2788 ნახვა

ერთნი შემოდგომაზე დაგეგმილი გალა კონცერტების მედია-შეხვედრებზე, მეორენი კი გამოფენაზე - ასე ორი მიზეზით აჭარიდან დეპუტატები, ბათუმის მერი, მინისტრი, მისი მოადგილე, პოეტები და მხატვრები პარიზში ბიუჯეტის ხარჯზე გაემგზავრნენ. საფრანგეთის დედაქალაქში არტ-კაპიტალის ექსპოზიცია, ქართველი მხატვრების მონაწილეობით გუშინ გაიხსნა.

კაკო ძნელაძე, როგორც მხატვარი გრანტის ფარგლებშიც დაფინანსდა და როგორც მინისტრის მოადგილემ მივლინების დღიური ხარჯითაც ისარგებლა. მივლინებით ისარგებლა თავისთავად განათლების მინისტრმა და ბათუმის მერმა. მიწვევა უმაღლეს საბჭოში დავით ბაციკაძეს და ლადო მგალობლიშვილსაც მიუვიდათ, ოღონდ მგალობლიშვილი ირწმუნება, რომ ის სხვა ღონისძიებაზეა დაპატიჟებული, გამოფენა კი დაემთხვა. საუბარია, ფონდ SOS Talents-ის მედია-შეხვედრებზე, რომელიც შემოდგომაზე ბათუმში  გალა კონცერტებს გეგმავს -მგალობლიშვილს არ განუმარტავს რატომ იყო ამ შეხვედრებში მისი დასწრების აუცილებლობა. ამავე შეხვედრებზე იმყოფება ბულვარის უფროსიც.

ამით პარიზში მყოფთა რიცხვი არ ამოწურულა - უფრო მეტს ახლა ჯენი კვანტალიანი მოგვიყვება, გვეტყვის დაახლოებით რა დაუჯდა აჭარას, ერთი მხრივ მნიშვნელოვან გამოფენაში მონაწილეობა და მეორე მხრივ მის სანახავად, თუ სხვა ღონისძიებაზე დასასწრებად პარიზში ჩინოვნიკების გაგზავნა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი