პრემიერ-მინისტრი გაეროში სიტყვით გამოვა

19 სექტემბერი 2016, 00:00 2862 ნახვა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრი 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა. დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადილებები, ეფექტური ინსტიტუციები და „ღია მმართველობის პარტნიორობა“ ამ თემებზე გიორგი კვირიკაშვილი სხვადასხვა ღონისძიებაზე ისაუბრებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს, მათ შორის გაერო-ს გენერალურ მდივანს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის და სხვა  მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდება. 

ამავე კატეგორიაში