საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 40 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
ჯამში ამოღებულია 470,36 გრამი ოქრო.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.