ქედის 15 საბავშვო ბაღიდან, აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო, სააღმზრდელო პროცესი 9 საბავშვო ბაღში არ შედგა. შუახევში კი ანალოგიური მიზეზით, სააღმზრდელო პროცესი 5 საბავშვო ბაღში გადაიდო.
მაღალმთიან აჭარაში ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო გზები მოყინულია და გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს.
მოყინულია ცენტრალური მაგისტრალიც. შეზღუდვებით მოძრაობენ სკოლის მიკროავტობუსები. საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზებისა და შიდა გზების გაწმენდა დაიწყო. თოვლის საფარი ქედისა და შუახევის მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს.