საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაწინაურდა. 2020 წლის რაგბი ევროპის გათამაშებაში ზედიზედ ორი გმარჯვების შემდეგ, რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა იტალიას გადაასწრო. განახლებულ რეიტინგში „ბორჯღალოსნებს“ 72.70 ქულა აქვთ და მე-12 ადგილის იკავებენ.
ამ დროისთვის „სკუადრა აძურასთან“ უპირატესობა მინიმალურია, რაც 0,64 ქულას წარმოადგენს, ხოლო ფიჯისთან ჩამორჩენა ჯერაც სოლიდურია და 3,51 ქულაა.
ინგლისური ფესვების მქონე იტალიის ნაკრების წევრ ჯეიკ პოლედრის ნერვებმა უმტყუნა და საქართველოსა და იტალიის ნაკრების გარშემო კომენტარი გააკეთა.
‘’საუბრები, რომლებიც იტალიის 6 ერიდან გაშვებასა და საქართველოს ჩართვას ეხება, სრული სისულელეა. ჩვენ საქართველოს ნაკრებს უშუალო შეხვედრაში კომფორტულად ვაჯობეთ. ვიღაცებისთვის იოლი სათქმელია, მოდით, იტალია გავაგდოთ, რადგანაც ისინი ყველა მატჩს აგებენ. განვითარებისთვის სწორედ ასეთი დონის თამაშები გვჭირდება” - განაცხადა ჯეიკ პოლედრმა.
მსოფლიო რაგბის რეიტინგს ამ დროისთვის 94.19 ქულით მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ლიდერობს. მეორე ადგილზეა ახალი ზელანდია, ხოლო მესამე ადგილს ინგლისის ნაკრები იკავებს.