გიგი უგულავა ციხეში კიდევ სამ წელს გაატარებს - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება

10 თებერვალი 2020, 18:11 2719 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქედან 6 წელი გიგი უგულავას უკვე მოხდილი აქვს, ამიტომ მას პატიმრობაში 3 წლის გატარება მოუწევს. 

გიგი უგულავას საქმეს შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. 

სასჯელი გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას საქმეზე გამოუტანეს. ამ საქმეზე, 2018 წელს საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი გააბათილა.  როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა,  უზენაესი სასამართლომ კი გადაწყვეტილება შეცვალა. 

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკსაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 

გიგი უგულავა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში