საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფინეთს პლეი ოფი მოუგო 

08 თებერვალი 2020, 12:21 1655 ნახვა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში სამი გამარჯვებით A პულში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ პლეი ოფში მასპინძელი ფინეთის ნაკრები დაამარცხა და I ჯგუფის საგზური მოიპოვა. ჰელსინკიში მიმდინარე ტურნირში, რომელიც დახურულ კორტებზე ტარდება, საქართველოს ნაკრებმა ფინეთი 2:1 დაამარცხა.

ჩვენი გუნდისთვის პლეი ოფი მარცხით დაიწყო - ეკატერინე გორგოძემ (205-ე ჩოგანი) პირველი მატჩი ანასტასია კულიკოვასთან (526) ორ სეტში, 2:6, 4:6 დათმო. ანგარიშის გათანაბრება მარიამ ბოლქვაძემ მოახერხა, რომელიც რეიტინგში 162-ეა. მან ოონა ორპანა (479) ორ სეტში, 7:5, 6:4 დაამარცხა. გადამწყვეტი მატჩი წყვილებში გაიმართა, სადაც გორგოძისა და ოკსანა კალაშნიკოვას დუეტმა კულიკოვასა და ლაურა ჰიეტარანტას წყვილი 6:4, 6:3 დაამარცხა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან პლეი ოფი 2:1 მოიგო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში