ჩიორა თაქთაქიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს

08 თებერვალი 2020, 11:59 1713 ნახვა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჩიორა თაქთაქიშვილი ტოვებს. მან პარტიის მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართა. თაქთაქიშვილის წერს, რომ ანგარიშს აბარებს საკუთარ ამომრჩეველს. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ პარტია ზაზა ბიბილაშვილმა, მარიამ გერსამიამ და ნინო კალადაძემაც დატოვეს. მათ მსგავსად ჩიორა თაქთაქიშვილი ბოლო დროს აქტიურ პოლიტიკაში ჩართული არ იყო, თუმცა ის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია.

„წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს. ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრძოლით, საქმით, დისკუსიებით, კამათით, თუნდაც ზოგჯერ, მცირე ან მნიშვნელოვან დეტალებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მჯერა, რომ გესმით და გრძნობთ, ეს უბრალო სიტყვები არაა! ვფიქრობ, ორი საპარლამენტო მანდატი საკმარისზე მეტია ერთი ადამიანისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოს და ერთსა და იგივე წრეზე არ იტრიალოს.

ეს ანგარიში არ არის პასუხი კითხვაზე, რატომ წავედი ნაციონალური მოძრაობიდან. ეს უფრო იმის მცდელობაა, რომ გითხრათ, რატომ ვერ შევძელი თქვენი იმედების გამართლება“, – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში