ჰიგიენის ნორმების დაცვის რეკომენდაცია საჯარო დაწესებულებებში 

07 თებერვალი 2020, 20:01 2160 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბაგა-ბაღებს, სკოლებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს სეზონური გრიპისგან და რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის მიზნით დაიცვან ჰიგიენის წესები. ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები სხვა საჯარო სამსახურებსაც ეხება - მაქსიმალურად უზრუნველყონ უწყებები სადეზინფექციო საშუალებებით. ხელის დასაბანად სპეციალური საშუალებების მომარაგება ერთია, მეორე კი სკოლებში სველი წერტილების სათანადო სტანდარტით მოწყობა.

აჭარაში სკოლებსა და ამბულატორიებში ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესების მიზნით პროგრამას ამერიკის განვითარების სააგენტო ახორციელებს, სამუშაოებს განათლების სამინისტროც პერიოდულად ატარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დრომდე ეს პრობლემა ყველა სკოლაში მოგვარებული არაა. ამასთან არათუ სადეზინფექციო საშუალებები, ზოგიერთ სკოლაში წყალიც კი არ აქვთ...

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი