კორონავირუსის საფრთხის გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ნიღბის მოხმარების რეკომენდაციებს გთავაზობთ. ჯანმრთელმა ადამიანმა, ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უვლის კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს.
1.ნიღბის ტარების შემთხვევაში დაიცავით, მისი სწორად მოხმარების და გადაგდების წესები;
2.გაკეთებამდე დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, ან დაიმუშავეთ სპირტისშემცვლელი ხსნარით;
3. ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირისა და პირის მიდამოს. სახეზე მჭირდროდ უნდა იყოს მორგებული;
4. თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა და ცისფერი გარეთაა, ნიშნავს რომ გაციებული ხართ. თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ხართ და ერიდებით ინფექციებს;
5. დაბინძურებული ნიღაბი უნდა შეცვალოთ ახლით, არ გამოიყენოთ ის ხელმეორედ;
6. მოხსენით ნიღაბი უკანა თასმით, არ შეეხოთ ნიღბის წინა ნაწილს ამის შემდეგაც დაიბანეთ ხელები;
7. გახსოვდეთ ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია.