მგონია, რომ ოპოზიციამ არ იცის სიტყვა კომპრომისის მნიშვნელობა და მოგვიწევს განვუმარტოთ - მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემაზე  

07 თებერვალი 2020, 12:23 3027 ნახვა

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იძულებულია ოპოზიციას სიტყვა კომპრომისი განუმარტოს, რადგან მისი შეფასებით, ოპოზიციამ მისი მნიშვნელობა არ იცის და მხოლოდ მათი რეალური კომპრომისის შემდეგ შეხვდებიან საარჩევნო სისტემაზე დასალაპარაკებლად. 

"ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ პარტიებს მცდელობა ჰქონდათ, რომ მოეტყუებინათ საზოგადოება თითქოს ეუთო/ოდირმა დასკვნაში თქვა, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციურია. ეს იყო ტყუილი და მიხარია, რომ საზოგადოების მორიგი მოტყუების მცდელობა ჩაუვარდათ. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ის არ აფასებს გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას და არ მსჯელობს ამაზე. მაგრამ, ამის გარდა ეუთო/ოდირმა თქვა კიდევ ბევრი სხვა რამ, მათ შორის ის, რომ საარჩევო სისტემაზე უნდა მოხდეს შეთანხმება, კონსესუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. იგივე თქვა, რასაც ამბობს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. 

მე მგონია, რომ მათ არ ესმით სიტყვა კომპრომისი, მათ არც ის იცოდნენ, რომ კონსტიტუციურობის დასადგენად სასამართლოსთვის უნდა მიემართათ, სანამ ეუთო/ოდირმა არ უთხრა. 

ანუ, "ქართული ოცნება" წავიდა კომპრომისზე და არსებული 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარის ნაცვლად, ოპოზიციას შევთავაზეთ სქემა - 100 პროპორციული, 50 მაჟორიტარი. ჩვენს მოდელზე არას გარდა არაფერი უთქვამთ, გერმანული მოდელი დაარეგისტრირეს და კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან რა არის? იცით რამე? ხო, არაფერი არ აქვთ...  ხოდა, რომ შემოგვთავაზებენ რაღაც კომპრომისულს და რომ ექნება აზრი შეხვედრას, მაშინ შეხვდებით" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი