ეუთოს დასკვნის შემდეგ ისევ სადავოა ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობა, და ისიც თუ რა მოდელი იმოქმედებს 20/20-ის არჩევნებზე. მმართველი გუნდი პოზიციას არც ახლა ცვლის: იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია 50/100-ზე სისტემას არ დათანხმდება, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება. ეს წინადადება კი ისევ მიუღებელია ოპონენტებისთვის.
ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს რეკომენდაციაც კონსესუსი და პოლიტიკური თანხმობაა საარჩევნო სისტემაზე. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეუთოს არ აქვს არც ერთი კითხვა ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რასაც არ ეთანხმება მმართველი გუნდი.
ე.წ. გერმანული მოდელი ითვალისწინებს შერეულ სისტემას მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლექებით. რა დროსაც , ერთ მაჟორიტარულ ოლქს შესაძლებელია ჰყავდეს რამდენიმე გამარჯვებული, მანდატები არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციულად ნაწილდება, მაჟორიტარებთან ერთად პარტია, პარლამენტში დეპუტატებს, პროპორციული სიით, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით შეიყვანს