​კორონავირუსმა შესაძლოა ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ხელი შეუშალოს - საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი

06 თებერვალი 2020, 14:55 1893 ნახვა

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ტოშირო მუტო ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ მან საერთაშორისო პარაოლიმპური კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას იაპონიის დედაქალაქში ისაუბრა. თქვა, რომ ვირუსის გავრცელებამ შესაძლოა, ოლიმპიურ თამაშებზე ცივი შხაპივით იმოქმედოს.

"უკვე ძალიან ვნერვიულობთ იმის გამო, რომ ვირუსის გავრცელებამ შესაძლოა, ოლიმპიურ თამაშებზე ცივი შხაპივით იმოქმედოს. იმედი მაქვს, რომ ვირუსის დამარცხება მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდება. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, პარაოლიმპიურ კომიტეტთან და ქალაქ ტოკიოს ხელმძღვანელობასთან. ეპიდემიის დასამარცხებლად ყველაფერი კეთდება, მაგრამ ნერვიულობის საფუძველი გვაქვს,” - განაცხადა ტოშირო მუტომ.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარე წელს ტოკიოში 24 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტომდე გასტანს, პარაოლიმპიური თამაშები კი 25 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. ცნობისთვის ზაფხულის ოლიმპიადაზე იაპონიაში დაახლოებით 11 000 მონაწილეს ელოდებიან.

ჩინეთში კორონავირუსის 24 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 565-ს მიაღწია. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები 24 ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორის იაპონიაშიც - თუმცა ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში ამ ვირუსით არავინ გარდაცვლილა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი