აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის მე-6 წევრი აირჩიეს. 11 ხმით უსკოს წევრი ტარიელ გოგიტიძე გახდა.
უფლებამოსილების ვადა უსკოს 6 წევრიდან ერთ-ერთს, უსკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გუგული დუაძეს 4 მარტს ეწურება, სწორედ მას ჩაანაცვლებს ტარიელ გოგიტიძე. 2020 წლის აგვისტოში კი უფლებამოსილება კიდევ 3 წევრს გასდის.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა არჩევანი ორ კანდიდატს - მალხაზ ბოლქვაძესა და ტარიელ გოგიტიძეს შორის გააკეთეს. ტარიელ გოგიტიძეც და მალხაზ ბოლქვაძეც სხვადასხვა დროს ბათუმის #79 საარჩევნო ოლქში მუშაობდნენ.
აჭარის უმაღლეს კომისია 6 წვერისგან შედგება, მათ უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით ირჩევს, კანდიდატებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარუდგენს დეპუტატებს.