თბილისში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მეორე მუშის მდგომარეობა კრიტიკულია

05 თებერვალი 2020, 20:50 1574 ნახვა

თბილისში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მეორე მუშის მდგომარეობა კრიტიკულია – ამის მედიასაშუალებებს საავადმყოფოში განუცხადეს. ექიმი ამბობს, რომ დაშავებული მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება. მას  სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

ნაძალადევის რაიონში მიმდინარე მშენებლობაზე დღეს სავარაუდოდ, გარე ლიფტი ჩაწყდა, რასაც 1 მუშის დაღუპვა მოჰყვა, მეორე კი დაშავდა.  გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსზე სამუშაოები შეჩერდა.  ამბობენ, რომ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევები დაფიქსირდა.

„საუბარია ტვრითის სიმაღლეზე ატანაზე, რომელიც ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმით, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება და შევაჩერეთ სამუშაო პროცესი – განუცხადა სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ. შრომითი უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, რომ არსებული კანონმდებლობა სათანადოდ მაინც ვერ მუშაობს, რადგან მუშები მშენებლობებზე ისევ იღუპებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში